logo
ENG



უკრაინა: რუსეთმა მოკლა 3, ტყვეობაში ჰყავს ზაპოროჟიეს ატომური სადგურის ათობით თანამშრომელი

25 აგვ 202211:41
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/25/8w8qemco5cbvsqq.jpg

უკრაინის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომისრის, დმიტრო ლუბინეცის განცხადებით, რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის 3 თანამშრომელი მოკლეს, ხოლო 26 ტყვეობაში ყავთ.

ლუბინეცის თქმით, 3 მუშა ცემის ან დაბომბვის შედეგად დაიღუპა, ხოლო რუსეთი დაკავებულებს რეგიონში "რუსული სამხედრო ტექნიკის მოძრაობისა და ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის გადაცემაში" ადანაშაულებს.

"ეს არის უკრაინის ატომური ელექტროსადგური, სადაც მუშაობენ უკრაინელი ატომური ინჟინრები, რომლებსაც თავისუფლად შეუძლიათ დაუკავშირდნენ ნებისმიერს, ვისაც შეუძლია უზრუნველყოს ატომური ელექტროსადგურის მთლიანობის შენარჩუნება." - თქვა ლუბინეცმა.

მისი განცხადებით "ათობით ადამიანი გაიტაცეს" და მათი ბედი უცნობია.

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ელექტროსადგური 4 მარტს ჩაიგდეს ხელში. ასევე, რუსები ქალაქ-სპუტნიკ ენერგოდარს აკონტროლებენ. ევროკავშირმა რუსეთს არაერთხელ მოუწოდა, რომ კონტროლი ელექტროსადგურზე უკრაინას დაუბრუნონ. 5 აგვისტოს ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ელექტროსადგურს 3-ჯერ ესროლეს. 6 აგვისტოს გაჩნდა ინფორმაცია, რომ ოკუპანტებმა შესაძლოა ელექტროსადგურის ტერიტორია დანაღმეს.

6 აგვისტოს ენერგოატომმა გაავრცეკა ინფორმაცია, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვის შედეგად წყალბადისა და რადიოაქტიური ნივთიერებების გაჟონვის საფრთხეები არსებობს.

ენერგოატომი, რომელიც უკრაინაში არსებულ ყველა ატომურ ელექტროსადგურს მართავს, აცხადებს, რომ დაბომბვამ მნიშვნელოვნად დააზიანა აზოტ-ჟანგბადის სადგური და რადიაციის გარდა, არის ხანძრის გაჩენის რისკებიც.

13 აგვისტოს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ერთ-ერთმა ინჟინერმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ რუსი ოკუპანტები სადგურზე იერიშის მიტანას გააგრძელებენ, "საშინელი ბირთვული კატასტროფა  მოხდება".

14 აგვისტოს 42 ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, მოუწოდა რუსეთს, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურიდან სამხედროები გაიყვანოს. 


close დახურვა