logo
ENG



უკრაინა: რუსეთში აღლუმის საჰაერო ნაწილი ამინდის გამო არ გაუქმებულა

09 მაი 202219:05
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/09/g3jxtji5sxpgh1d.png

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოსთან არსებული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის ინფორმაციით, რუსეთში აღლუმის საჰაერო ნაწილი გაუქმდა არა ამინდის, არამედ იმის გამო, რომ შესაძლოა, "ზოგიერთ ქალაქში რუსული თვითმფრინავები გზად უკრაინულ პორტატულ სარაკეტო საზენიტო სისტემებს შეხვედროდნენ".

"კრემლის ოფიციალური ვერსიით, 9 მაისს, სადღესასწაულო ღონისძიებების დროს, 'აღლუმის საჰაერო ნაწილი ამინდის პირობების გამო გაუქმდა'. 2020 წელს რუსული მედია წერდა, რომ რუსეთის ფედერაციამ 540 მილიონ რუბლზე მეტი დახარჯა სამხედრო ავიაციის უსაფრთხოებისა და "ღრუბლების გასაფანტად". გასულ წელს ეს თანხა 417 მილიონი რუბლი იყო", - ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

უწყებაში ამბობენ, რომ "ცუდი ამინდთან" დაკავშირებული ისტორია მანიპულაციაა, რადგან " პუტინის საკრალურ თარიღზე 500 მილიონი რუბლის დახარჯვა რუსეთისთვის პრობლემა არ არის".

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის მტკიცებით, რუსეთში სამხედრო აღლუმის საჰაერო ნაწილი ამინდის გაუქმდა.

ცერემონიაზე, მოსკოვის წითელ მოედანზე, მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის მიერ ნაცისტური გერმანიის დამარცხების 77 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 77 თვითმფრინავი უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი.

ჩატარდა მხოლოდ სახმელეთო აღლუმი. სიტყვით გამოვიდა ვლადიმირ პუტინი.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს. თუმცა, მნიშვნელოვანი მიღწევები არ აქვს. ბოლო რამდენიმე კვირაა, რუსეთის სამხედრო მობილიზება უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილს მიემართება.  


close დახურვა