logo
ENG



უკრაინა: რუსული ძალები სლავიანსკისა და ბახმუტის დაბომბვას აგრძელებენ

29 ივლ 202212:01
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/29/k65g09bk7kram3j.jpg

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, რუსული ძალები დონეცკის ოლქის ქალაქების, სლავიანსკისა და ბახმუტის დაბომბვას აგრძელებენ.

კირილენკოს თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ბახმუტში სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ რუსული დაბომბვის შედეგად 7 მაღალსართულიანი შენობა და 27 სახლი დაზიანდა.

როგორც კირილენკო ამბობს, რუსეთის მძიმე დაბომბვის ქვეშ მოექცა ასევე ახლომდებარე ქალაქები, კრასნოჰორივკა და პოკროვსკი, სადაც 5 ადამიანი დაშავდა. სლავიანსკში კი სულ მცირე 1 ადამიანი დაშავდა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა. უკვე რამდენიმე კვირაა, ძირითადმა საბრძოლო მოქმედებებმა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში გადაინაცვლა.


close დახურვა