logo
ENG



უკრაინა: ჩვენი სამხედროები ბახმუტის მიმართულებით შეტევაზე გადავიდნენ

07 ივნ 202314:43
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/07/fc098ib0ovwhhze.jpg

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროები ბახმუტის მიმართულებით თავდაცვიდან შეტევაზე გადავიდნენ და რიგ მონაკვეთებში მნიშვნელოვანი პროგრესი აქვთ.

"ბახმუტის მიმართულებით ჩვენი ჯარები თავდაცვიდან შეტევაზე გადავიდნენ. ბოლო ერთი დღის განმავლობაში ბახმუტის მიმართულებით, სხვადასხვა სექტორში 200-დან 1 100 მეტრამდე მივდივართ. მტერი ამ მიმართულებით თავდაცვაზე გადავიდა და ცდილობს პოზიციების შენარჩუნებას."- აცხადებს მალიარი.

მალიარის თქმით, ვაგნერის დაქირავებულები რჩებიან უკანა ქვედანაყოფებში, მაგრამ რუსეთის მხარეს საომარი მოქმედებების ძირითადი ტვირთი ახლა რუსეთის ფედერაციის რეგულარულ არმიას, მათ შორის საჰაერო სადესანტო თავდასხმის დანაყოფებს ეკისრება.

"ამდენი ხანი ბახმუტის მიმართულების შენარჩუნება და ახლა უკვე მასზე თავდასხმა, სხვათა შორის, წინასწარ მომზადებული სიმაგრეების წყალობით შევძელით. ირგვლივ მთელი ტერიტორია ფაქტობრივად გამაგრებული ტერიტორიაა."- ამბობს თავდაცვის მინისტრის მოადგილე.


close დახურვა