logo
ENG



უკრაინა აზოვსტალიდან სამოქალაქო პირებისა და დაჭრილების ევაკუაციისთვის დერეფანს მოითხოვს

21 აპრ 202212:40
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/21/1chqfwpc054q7wb.jpg

უკრაინა მოითხოვს, რომ აზოვსტალის ქარხნიდან სამოქალაქო პირებისა და დაჭრილების ევაკუაციისთვის ჰუმანიტარული დერეფანი გაკეთდეს. ამის შესახებ ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი ტელეგრამზე წერს.

"იქ დაახლოებით 1000 სამოქალაქო პირი და 500 დაჭრილი იმყოფება. ისინი ყველანი აზოვსტალიდან დღესვე უნდა გავიყვანოთ. მოვუწოდებ მსოფლიო ლიდერებს და საერთაშორისო თანამეგობრობას, თავიანთი ძალისხმევა ახლა აზოვსტალზე გაამახვილონ", - ამბობს ვიცე-პრემიერი.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან შეხვედრისას, მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხანაზე შტურმს მიზანშეუწონელი უწოდა და მისი გაუქმების ბრძანება გასცა.


close დახურვა