logo
ENG



უკრაინა აცხადებს, რომ ფრონტის ხაზზე საკვანძო მდინარე ოსკილს აკონტროლებს

19 სექ 202212:46
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/19/46vrrglb798waxn.jpg
TELEGRAM/A-SHTIRLITZ

უკრაინული ძალები აცხადებენ, რომ მათ აღადგინეს კონტროლი მდინარე ოსკილის აღმოსავლეთ სანაპიროზე, რომელიც განიხილება, როგორც რუსული ჯარების ფრონტის ხაზი ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინაში.

რუსეთის არმია თითქმის მთლიანად გააძევეს ხარკივის რეგიონიდან, უკრაინული ძალების შემდეგი სამიზნე მეზობელი ლუჰანსკი იქნება.

ლუჰანსკის ოლქის ხელმძღვანელმა, სერჰი ჰაიდაიმ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ტანკი პონტონურ ხიდს გადაკვეთს და თქვა, რომ უკრაინა ახლა მდინარე ოსკილის მარცხენა სანაპიროს აკონტროლებს.

"ლუგანსკის ოლქი არის ზუსტად მეზობლად. დეოკუპაცია შორს არ არის." - განაცხადა ჰაიდაიმ.

ჰაიდაიმ თქვა, რომ შემდეგი სამიზნე იქნება ქალაქ ლიმანის გათავისუფლება, რომელიც მაისში რუსულმა ძალებმა დაიკავეს.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ შემდეგი შეტევა მზადდება.

რუსეთს ასევე ბრალი ედებოდა სამხრეთში ატომურ სადგურზე თავდასხმაში. 

უკრაინული ბირთვული ოპერატორი Energoatom განაცხადა, რომ რაკეტა დაეშვა ბირთვული რეაქტორებიდან 300 მეტრის მოშორებით, მიკოლაივის რეგიონში, ქვეყნის სიდიდით მეორე ქარხანაში, სარაკეტო დავსახმამ დააზიანა შენობები და დაიხურა კომპლექსში ჰიდროელექტროსადგურის ნაწილი.

კომპანიამ ადგილზე აფეთქების ამსახველი კადრები გამოაქვეყნა.

უკრაინის და ევროპის უდიდეს ატომურ სადგურს ზაპოროჟიეში რუსებმა განმეორებით ცეცხლი გაუხსნეს მას შემდეგ, რაც მის დასაცავად გაერომ უსაფრთხოების ზონის შექმნისკენ მოუწოდა.

უკრაინულმა ძალებმა სამხრეთში და ჩრდილო-აღმოსავლეთში კონტრშეტევა წამოიწყეს. ამ თვეში განსაკუთრებული პროგრესს  ჩრდილოეთ ხარკივის რეგიონში მიაღწიეს.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამერიკულ ტელეკომპანია CBS-ს განუცხადა, რომ უკრაინა მაღალ ფასს იხდის, მაგრამ რუსეთი "აღმოჩნდა, რომ არ იყო ისეთი კომპეტენტური და ქმედუნარიანი, როგორც ეს ბევრ ადამიანს წარმოედგინა."

 

close დახურვა