logo
ENG



უკრაინა და პოლონეთი საზღვრის კვეთის გამარტივებაზე შეთანხმდნენ

22 მაი 202217:34
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/22/b5mdjkpoyio5s9z.png

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, პოლონეთთან შეთანხმდნენ, რომ საზღვრის კვეთა გამარტივდება.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ქვეყნები ახლა ძალიან დაახლოვდნენ, უკრაინული ქალაქები პოლონურებს დაუმეგობრდნენ, ხოლო ხალხი დაძმობილდა.

"ჩვენ ახლობლები ვართ. და ჩვენს შორის არ უნდა იყოს საზღვრები ან ბარიერები. უკრაინელები და პოლონელები მენტალურად არ არიან გაყოფილები. ამიტომ, ჩვენ მივედით შეთანხმებამდე, უახლოეს პერიოდში ორმხრივი შეთანხმება ავამოქმედოთ. თავიდან - საერთო სასაზღვრო კონტროლის ფარგლებში, სამომავლოდ კი ერთადერთი პირობითი საზღვრის ფარგლებში, როცა უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანდება", - თქვა ზელენსკიმ.


close დახურვა