უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართული რძის პროდუქტების მწარმოებლებისთვის რუსეთის ბაზარზე ექსპორტის შეთავაზებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული მოლაპარაკებები უკრაინასთან ომის ფონზე, მიუღებელია.
უკრაინის საგარეო საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ რუსეთის შეთავაზება უარი თქვას. უწყებაში ხაზს უსვამენ 2008 წლის ომს და აღნიშნავენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აგვისტოში განხორციელებული აგრესია დაივიწყა და სიტუაციის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას ცდილობს.
"უკრაინამ ყურადღება მიაქცია იმ ცნობებს, რომ რუსეთის ფედერაციამ საქართველოს წინააღმდეგ გარკვეული სავაჭრო სანქციები გააუქმა. აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაციამ ეს გადაწყვეტილება მიიღო იმის ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდეს. ჩვენ აბსოლუტურად მიუღებლად მიგვაჩნია რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურება, რომლის შეიარაღებული ძალებიც უკრაინის მშვიდობიან ქალაქებს მობმავენ, ესვრიან და კლავენ მოსახლეობას, მათ შორის ბავშვებს.
მოვუწოდებთ ოფიციალურ თბილისს, საჯაროდ ჩამოშორდეს რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებას, რომლის ხელმძღვანელობა არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და სჩადის სამხედრო დანაშაულებს უკრაინაში.
რუსულ კომპანიებთან ბიზნესის კეთება დამატებით რესურსებს აძლევს მათ უკრაინის წინააღმდეგ სისხლიანი ომის გასაგრძელებლად, ხოლო მიღებული მოგება მოკლული უკრაინელი მოქალაქეების სისხლით არის გაჟღენთილი.
2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის გამო, ქართველმა ხალხმა, სამწუხაროდ, კარგად იცის ომის საშინელება, რომლის გავლა ახლა უკრაინელებს უწევთ. ამავდროულად, საქართველოს ხელისუფლებამ ალბათ დაივიწყა ეს ყველაფერი და ახლა ცდილობს მომენტი გამოიყენოს საკუთარი ინტერესებისთვის", - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
***
რუსეთის როსსელხოზნადზორი 15 ქართულ კომპანიას საშუალებას აძლევს, რუსეთში რძე და რძის პროდუქტები შეიტანოს. როსელხოზნაზორმა წამოიწყო ევრაზიული ეკონომიკური კავშირის მესამე ქვეყნების საწარმოების შეყვანა რეესტრში. მათ უფლება აქვთ, კავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე თავიანთი პროდუქცია გაიტანონ. სიაში შესულია აზერბაიჯანის ერთი საწარმო და საქართველოს 15 საწარმო ( რძე და რძის პროდუქტები). ეს გადაწყვეტილება 5 მარტს როსელხოზნაზორის ხელმძღვანელის, სერგეი დანკვერტისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ზურაბ ჩეკურაშვილის შეხვედრის შემდეგ მიიღეს.
ამ ინფორმაციის პასუხად საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ მრავალი წელია, ქართული აგრარული პროდუქციის მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტის გაზრდის უზრუნველსაყოფად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ქართული მხარე ამბობს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები 2020 წლიდან მიმდინარეობს.