logo
ENG



უკრაინა სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს - აწესებს სავაჭრო ემბარგოს და სანქციებს

30 ივნ 202218:32
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/30/6q5ijqs8gnkqm8w.jpg

უკრაინა სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს. ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ოფიციალური კიევი სირიას ასევე სავაჭრო ემბარგოს უწესებს და სირიელ იურიდიულ და ფიზიკურ პირების მისამართით სანქციებს აწესებს.

"საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს სირიის რესპუბლიკის მიერ უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების - დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას. ამ არამეგობრული აქტის საპასუხოდ უკრაინა წყვეტს დიპლომატიურ ურთიერთობებს სირიასთან, თუმცა არ წყვეტს საკონსულო ურთიერთობებს ვენის კონვენციის მეორე მუხლის თანახმად. უკრაინული მხარე ასევე იწყებს სავაჭრო ემბარგოს პროცედურას, გარდა ამისა სანქციებს უწესებს იურიდიულ და ფიზიკურ პირებს", - წერია განცხადებაში.

გარდა ამისა, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიაჩნიათ, რომ "სირია ცდილობს კვაზიფორმირებებს სუბიექტურობა შესძინოს, მისი კურატორის, კრემლის დავალებით".


close დახურვა