![2022/08/09/endu2jilppg8m9p.jpeg](/uploads_script3/articles/2022/08/09/endu2jilppg8m9p.jpeg)
უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტროს განცხადებით, უკრაინამ 17 სამხედროს ცხედარი დაიბრუნა.
"ოპერაცია უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების კომისრის, ოლეგ კოტენკოსა და უკრაინის სხვა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობით განხორციელდა.
ცხედრების დაბრუნების პროცესი მიმდინარეობს ჟენევის კონვენციის ნორმების შესაბამისად."- ნათქვამია განცხადებაში.