უკრაინამ ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილის შევსება დაასრულა. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს ონლაინ ფომარტში შეხვდა.
"მე წარვადგინე შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი უკრაინას ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად", - თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენს მადლობა გადაუხადა "მნიშვნელოვან გზაზე უკრაინის მიმართ მხარდაჭერის მკაფიო სიგნალებისთვის".
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის კითხვარის პირველი ნაწილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს 18 აპრილს გადასცა.