logo
ENG



უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო

25 ივნ 202619:02
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/25/cz99sz2ou0h4s27.jpeg

უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო. 

უკრაინის პრემიერ მინისტრის იულია სვირიდენკოს განცხადებით, ეს კრედიტი მოხმარდება თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებასა და სოციალურ სფეროებს.

სვირიდენკო ვოლოდიმირ ზელენსკის ნაცვლად ესწრება უკრაინის აღდგენის კონფერენციას, რომელიც პოლონეთის ქალაქ გდანსკში მიმდინარეობს. თავდაპირველად გდანსკში ზელენსკი აპირებდა გამგზავრებას, მაგრამ მას შემდეგ, რაც პოლონეთის პრეზიდენტმა მას ჯილდო ჩამოართვა, უკრაინული დელეგაცია გდანსკში პრემიერის ხელმძღვანელობით გაემგზავრა.

კონფერენციას არ ესწრება კაროლ ნავროცკი. შეხვედრას ორგანიზებას პრემიერი დონალდ ტუსკი უწევს. ფორუმი სწორედ მან გახსნა და იულია სვირიდენკოს ტრიბუნიდან მიესალმა.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ ურსულა ფონ დერ ლაიენი და ანტონიუ კოშტა. მათი გზავნილი ასეთი იყო — „უკრაინის მომავალი ევროპულ ოჯახშია


close დახურვა