logo
ENG



უკრაინამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინა სინოვაკი დაამტკიცა

09 მარ 202119:15
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/09/0rkqmut8dkjvdc1.png

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ ქვეყანამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინა სინოვაკი დაამტკიცა. 

უკრაინულ ფარმაცევტულ კომპანია ლეკჰიმს, რომელიც სინოვაკის პარტნიორია, მწარმოებელთან ვაქცინის 5 მილიონი დოზის მიწოდებაზე აქვს შეთანხმება გაფორმებული. 

მოსახლეობის ვირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია უკრაინამ თებერვლის მიწურულს დაიწყო. ამ დრომდე, ვაქცინის პირველი დოზა უკრაინის 19 118 მოქალაქეს აქვს გაკეთებული. 

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1,4 მილიონი შემთხვევა არის დაფიქსირებული, ვირუსის შედეგად კი 27 204 ადამიანია გარდაცვლილი. 


close დახურვა