logo
ENG



უკრაინამ მარგარიტა სიმონიანი სისხლის სამართლის დანაშაულში ეჭვმიტანილად ცნო

11 მარ 202218:50
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/11/vpxgopczdq3hnqn.jpg

უკრაინის სასამართლომ Russia Today-ს მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი სისხლის სამართლის ეჭვმიტანილად ცნო და პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა, ამის შესახებ უკრაინის მთავარმა პროკურორმა განაცხადა.

ირინა ვენედიქტოვას ინფორმაციით უკრაინა სიმონიანს საერთაშორისოდ ძებნილთა სიაში შეიყვანს.

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა, რომ მარგარიტა სიმონიანი სისხლის სამართლის ეჭვმიტანილად ცნეს. თუმცა ვენედიქტოვას არ დაუკონკრეტებია მუხლი და სასჯელი.

„მარგარიტა სიმონიან, თქვენ პროცედურული სტატუსით უკრაინაში ეჭვმიტანილად მიიჩნევით. მე მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ უკრაინის სასამართლომ პროკურორის მოსმენის შემდეგ მისი არგუმენტები გონივრულად მიიჩნია. შესაბამისად, უკრაინის სასამართლომ გასცა ბრძანება, რომ მარგარიტა სემენოვნა დააკავონ და სასამართლოში გადასცენ, რათა განისაზღვროს სასჯელის ზომა“, - წერს ვენედიქტოვა.

ვენედიქტოვას თქმით, უახლოეს მომავალში სიმონიანი საერთაშორისოდ ძებნილთა სიაში შევა და რუსეთის გარეთ, ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაში მას დააკავებენ და უკრაინას გადასცემენ.

„უკრაინის პროკურატურასა და პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, უნდა გესმოდეთ, რომ სხვა სახელმწიფოს საზღვრების გადალახვის შემთხვევაში უკრაინაში ექსტრადირების მიზნით დაგაკავებენ“ - აცხადებს უკრაინის გენერალური პროკურორი.

შეგახსენებთ, რომ 6 მარტს უკრაინის პროკურატურამ რუს ტელეწამყვან თინა კანდელაკს ბრალი წაუყენა.

ვენედიქტოვა კანდელაკს აფრთხილებს, რომ მას შემდეგ, რაც ის რუსეთს ფარგლებს გარეთ საერთაშორისო ძებნილთა სიაში მოხვდა, შეიძლება, დააკავონ უკრაინაში ექსტრადირების მიზნით.

უკრაინამ ბრალდება რუს რეჟისორს ნიკიტა მიხალკოვსაც წაუყენა, რომელიც პუტინის მეგობარი და უკრაინაში ომის მომხრეა. 


close დახურვა