უკრაინამ პრორუს სასულიერო პირებს პირადი სანქციები დაუწესა. ინფორმაციას ქვეყნის უშიშროების სამსახური ავრცელებს.
საუბარია 10 სასულიერო პირზე, რომლებიც პრორუსულ ნარატივს ავრცელებენ, თანამშრომლობენ საოკუპაციო რეჟიმთან ან/და ამართლებენ რუსეთის უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრას.
ათივე სასულიერო პირი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ან საზღვარგარეთ იმყოფება.
უშიშროების სამსახურში ამბობენ, რომ სანქციები 5 წლის ვადით იმოქმედებს და ე.წ. შავ სიაში შეყვანილების აქტივების გაყინვას, სავაჭრო ოპერაციების შეზღუდვას, ქონების უკრაინის საზღვრებს გარეთ გატანის აკრძალვასა და ჯილდოების გაუქმებას ითვალისწინებს.