logo
ENG



უკრაინამ რუსული ისკანდერი ჩამოაგდო, რომელიც ზაპოროჟიეს მიმართულებით იყო გაშვებული

29 ოქტ 202222:47
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/29/2kucu4v821edjlp.jpg

უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსული რაკეტა ისკანდერ - კ ჩამოაგდეს, რომელიც ზაპოროჟიეს მიმართულებით იყო გაშვებული.

ინფორმაციას საჰაერო სარდლობა აღმოსავლეთი ავრცელებს.

"კიდევ ერთმა ფრთოსანმა რაკეტამ, რომელიც როსტოვიდან იყო გაშვებული, მიზანს ვერ მიაღწია. ეს რაკეტა ზაპოროჟიეს მიმართულებით იყო გაშვებული. უკრაინის საჰაერო ძალების წყალობით რაკეტამ შეცვალა მიმართულება და უკაცრიელ ადგილას ჩამოვარდა", - ამბობენ სარდლობაში.


close დახურვა