უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რამდენიმე მიმართულებით რუსი ოკუპანტების შტურმი მოიგერიეს. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
ოკუპანტებმა შტურმი დაიწყეს სლობოჟანსკის და დონეცკის მიმართულებებით, თუმცა უკრაინულმა მხარემ რუსების შეტევას გაუძლო.
გენშტაბში ამბობენ, რომ რუსები შტურმზე მაშინ გადავიდნენ, როცა ბოგოროდნიჩნზე კონტროლის დაწესება სურდათ, თუმცა მათი ოპერაცია კრახით დასრულდა.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტები ცდილობენ დაკავებული პოზიციების შენარჩუნებას, ისვრიან ტანკებიდან და იყენებენ არტილერიას, თუმცა უკრაინელი სამხედროები მტერს უტევენ. ოკუპანტებმა დიდი დანაკარგი განიცადეს და მათ უკან დახევა მოუწიათ.