უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მტკიცედ გმობს ჩრდილოეთ კორეის გადაწყვეტილებას ოფიციალურად აღიაროს რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა.
ამის საპასუხოდ, უკრაინამ ჩრდილოეთ კორეასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.
"ჩვენ მივიჩნევთ ამ გადაწყვეტილებას ფხენიანის მცდელობად შეარყიოს უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ეს არის გაეროს წესდების და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უხეში დარღვევა," - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის გარდა, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ლუჰანსკისა და დონეცკის ე.წ. დამოუკიდებლობა სირიასაც აღიარებული აქვს.