უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელის დავით არახამიას ინფორმაციით, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები 1-ელ აპრილს, ონლაინფორმატში განახლდება.
არახამია ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელოვანია, პრეზიდენტების შეხვედრა შედგეს.
"ჩვენ დაჟინებით ვითხოვთ, რომ შეხვედრა არ შედგეს არც რუსეთში და არც ბელარუსში", - თქვა არახამიამ.
სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები 29 მარტს გაიმართა.
უკრაინამ დაასახელა უსაფრთხოების გარანტიები და ის ქვეყნებიც, რომლებიც გარანტორად უნდა იქცნენ. გარდა ამისა, ოფიციალურმა კიევმა ყირიმთან და დონბასთან დაკავშირებითაც საკუთარი პოზიციები წარადგინა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ აქტიურად დაიწყო საუბარი ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის შესაძლებლობაზე.