logo
ENG



უკრაინაში, ანტიკორუფციულ ბიუროზე რუსული გავლენის ნეიტრალიზაციისთვის, სპეცოპერაციები ტარდება

21 ივლ 202511:41
3 წუთის საკითხავი
 
2025/07/21/381y27udhrlexyv.jpg
Ukrainska Pravda

უკრაინის რამდენიმე ოლქში, ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროზე (NABU) "რუსული გავლენის ნეიტრალიზაციისთვის", უსაფრთხოების სამსახური და გენერალური პროკურატურა სპეცოპერაციებს ატარებენ.

უკრაინული მედიის ცნობით, ბიუროს ზოგიერთ დეტექტივს ბრალი სახელმწიფო ღალატში, რუსეთის ფედერაციასთან უკანონო ვაჭრობაში, ოლიგარქების ინტერესების სასარგებლოდ კორუფციულ ქმედებებსა და სხვა არალეგიტიმურ საქმიანობაში ედებათ.

მათივე ცნობით, ერთ-ერთი დეტექტივი, ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩთან დაახლოებული პირების მეშვეობით, ასევე ეჭვმიტანილია რუსებისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემაში.

„NABU“-ს კიდევ ერთი დეტექტივი, სავარაუდოდ, უკანონო ბიზნეს გარიგებებს აწარმოებდა რუსეთის ფედერაციასთან.


close დახურვა