logo
ENG



უკრაინაში აშშ-ის საელჩო: მთელ შეიარაღებას ძალიან მოკლე დროში ვაწვდით

20 მაი 202219:03
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/20/50adyqnspoa9bcn.png

უკრაინაში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლის დენ ლანგენკემპის განცხადებით, შეიარაღება, რომლითაც აშშ უკრაინას ეხმარება, ქვეყანას ძალიან მოკლე დროში მიეწოდება.

როგორც ლანგენკემპი ამბობს, ზოგჯერ იარაღის მიწოდება ერთ დღეში ნაკლებ დროში ხდება.

"მთელი შეიარაღება მოდის აშშ-ის საწყობებიდან, ჩამოდის უკრაინაში ძალიან მოკლე ვადებში. ანუ ჩვენ მალე ვპოულობთ გამოსავალს, თუ როგორ მოხდეს ამ იარაღის მიწოდება. იარაღი ჩადის უკრაინაში ხანდახან რამდენიმე საათშიც კი. წარმოიდგინეთ რა სწრაფად ხდება ეს. მაგალითად: ჰაუბიცების შემთხვევაშიც ასე მოხდა, გამოვაცხადეთ, მივაწოდეთ და უკვე თითქმის სულ გამოიყენეს", - თქვა ლანგენკემპმა.


close დახურვა