logo
ENG



უკრაინაში ბრალი წაუყენეს რუს გენერალს. მისი ბრძანებით 80 ბავშვი დაატყვევეს და აწამეს

14 აპრ 202613:15
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/14/vtu5415cq4ffyuc.jpg

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) დაუსწრებლად ბრალი წარუდგინა რუს გენერალს, დენის ბარილოს, რომელსაც 2022 წელს ჩერნიგოვის რეგიონში მშვიდობიანი მოსახლეობის წამებაში მონაწილეობას ედავებიან.

გამოცემა Kyiv Independent-ის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა სოფელ იაჰიდნეში 380 მშვიდობიანი მცხოვრები სკოლის სარდაფში ძალით შეიყვანეს და თითქმის 27 დღის განმავლობაში წყლისა და საკვების გარეშე ამყოფებდნენ. დაიღუპა 10 ადამიანი, კიდევ შვიდი ოკუპანტებმა მეზობელ სოფელში დახვრიტეს.

კიევის ინფორმაციით, იაჰიდნეში არაერთი მოქალაქე, მათ შორის 80 ბავშვი, სწორედ ბარილოს ხელმძღვანელობით დაატყვევეს და აწამეს. ყველაზე პატარა მსხვერპლი 6 კვირის იყო.

გამოძიების თანახმად, ბარილო ხელმძღვანელობდა სპეცოპერაციას, როცა რუსმა სამხედროებმა მოქალაქეები სკოლის სარდაფში ჩაკეტეს და შემდეგ სამხედრო პოზიციების დასაცავად ცოცხალ ფარად გამოიყენეს.


close დახურვა