უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი სამშობლოში ჩამოასვენეს. მიხეილ მაზანაშვილი 31 მარტს დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტთან, ჭურვის აფეთქებისას დაიღუპა.
29 წლის მებრძოლი წლების განმავლობაში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და უკრაინაში გასულ წელს რუსეთის შეჭრის შემდეგ იბრძოდა.
კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი სამშობლოში გუშინ გადმოასვენეს.
უკრაინაში ომის დაწყებიდან 42 ქართველი მებრძოლია დაღუპული.