logo
ENG



უკრაინაში დაღუპული სამხედროები სამშობლოში ჩამოასვენეს

15 აპრ 202220:11
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინაში დაღუპული სამხედროები სამშობლოში ჩამოასვენეს. მოქალაქეები პატივის მისაგებად აეროპორტშივე შეიკრიბნენ. დავით მენაბდიშვილი 49 წლის იყო, მონაწილეობდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, შემდეგ კი რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა 2014 წელს უკრაინაში. კიდევ ერთი დაღუპული მებრძოლი ნიკა შანავა 21 წლის იყო, უკრაინიდან გადმოსვენებისას მას თან ახლდა 20 წლის ძმა. ჩამოსვენებას ხელისუფლებიდან არავინ დასწრებია.  

 


close დახურვა