logo
ENG



უკრაინაში დიდი ბრიტანეთის საელჩო კიევიდან ლვოვში გადადის

19 თებ 202212:30
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/19/lcbun9sbuuzvno1.jpg

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ბრიტანეთის საელჩო კიევიდან ლვოვში გადადის და მოუწოდებს თავისი ქვეყნის წარმომადგენლებს დატოვონ ქვეყანა, სანამ კომერციული ფრენებით ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია.

მინისტრის თქმით, საელჩოს თანამშრომლები ლვოვში დროებით გადავლენ.

"რუსეთის ნებისმიერი სამხედრო ქმედება, სახიფათოდ იმოქმედებს დიდი ბრიტანეთის მთავრობის შესაძლებლობზე საკონსულო მომსახურეობა გასწიოს უკრაინაში.

სამხედრო მოქმედებების შემთხვევაში დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები არ უნდა ელოდნენ საკონსულოს მხარდაჭერას ევაკუაციისთვის." – ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრი.

რუსეთისგან მომდინარე საფრთხის გამო გასულ კვირაში აშშ-მ კიევში საელჩოს თანამშრომლებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდა. თავის მხრივ, უკრაინა დატოვა რუსეთის დიპლომატიურმა მისიამ. პენტაგონმა ფლორიდის ეროვნული გვარდიის 150-მდე სამხედრო მწვრთნელი დროებით უკრაინიდან გაიყვანა.

მოგვიანებით ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ აშშ-ს საელჩო უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ლვოვში გადააქთ. დიდმა ბრიტანეთმა უკრაინაში მყოფ ბრიტანეთის ოფიციალურ პირებსა და მოქალაქეებს ქვეყნის კომერციული რეისებით დატოვებისკენ მოუწოდა, თუმცა ბრიტანეთის ელჩმა თქვა, რომ უკრაინაში რჩებოდა. 

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელი მალევე დაიწყებდა საკუთარი მოქალაქეების უკრაინიდან ევაკუაციას. თავის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებდნენ ნიდერლანდები, იაპონია, ლატვია და სამხრეთ კორეაც. 5 დღის წინ, ნიდერლანდურმა კომპანია KML-მა უკრაინაში ფრენები უსაფრთხოების მიზეზით გააუქმა. 

უკრაინიდან საკუთარი წარმომადგენლობა არ გაუყვანია ევროკავშირს. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა, თქვა, რომ ევროკავშირის დიპლომატიური მისიები კიევში რჩება.


close დახურვა