უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რამდენიმე კოლაბორაციონისტი ამხილა. ისინი რუსეთის სასარგებლოდ მუშაობდნენ.
კერძოდ:
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ხარკოვში დააკავა კაცი, რომელიც დივერსანტების და ტერორისტების ჯგუფებს მოქმედებებს კოორდინირებას უწევდა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში.
ოდესაში, მოლდოვის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობით გამოავლინა უკრანული ტრანსნაციონალური ჯგუფი, რომელიც წვევამდელებს საზღვარგარეთ უკანონოდ ატარებდა.
დნეპრში დააკავეს კოლაბორაციონისტი, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა სურდა. მან შეაგროვა დნეპრის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტის თანამშრომლების პერსონალური მონაცემები და მათი რუსეთის მიმართ ლოიალობის დონე.
პოლტავსკის ოლქში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გამოავლინა კოლაბორაციონისტი, რომელიც აგიტაციას უწევდა რუსეთის მიერ უკრაინული ქალაქების დაპყრობას.
ივანო-ფრანკოვსკის ოლქში ამხილეს აგიტატორი, რომელიც სოციალურ ქსელებში ანტიუკრაინულ კონტენტს ავრცელებდა. ამასთან, ომის პირველ დღეს მან რუსული ნომრის მქონე აბონენტს ივანო-ფრანკოვსკის აეროპორტზე სარაკეტო თავდასხმის ფოტო გაუგზავნა.