უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ვანო ნადირაძე Facebook-ზე ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ისინი ავდეევკას მიმართულებაზე საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპნენ.
ისინი ქვედანაყოფ შავი არწივის მებრძოლები იყვნენ.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან ომს ჯამში 66 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.