logo
ENG



უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს აკრძალვის შესახებ კანონპროექტი დარეგისტრირდა

30 მარ 202215:35
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/30/cbr0xfiw484s7l7.jpg

უკრაინის უმაღლეს რადაში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს და მასში შემავალი ეკლესიების აკრძალვას მოითხოვს.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ქონების ნაციონალიზაცია კანონის მიღებიდან 48 საათში მოხდეს. ეკლესია ასევე დაკარგავს მის სარგებლობაში არსებულ არქიტექტურულ ძეგლებს, მაგალითად, კიევ-პეჩერსკის ლავრას, პოჩაევის ლავრას და სვიატოგორსკის ლავრას. სამრევლოებს, მონასტრებსა და სემინარიებს მისცემენ 14-დღიან ვადას, რათა ახალი ეკლესია აირჩიონ.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიის ფარგლებში ფართო ავტონომიას ფლობს, თუმცა მოსკოვის მიმართ დამოკიდებულების გამო ხშირადაა კრიტიკის ობიექტი. ეკლესიის ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი ონოფრე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის მუდმივი წევრია.


close დახურვა