უკრაინის არმია სულ უფრო უახლოვდება ხერსონის ადმინისტრაციულ ცენტრს. გენერალურმა შტაბმა ომის დაწყების შემდეგ გათავისუფლებული დასახლებების რაოდენობა გამოაქვეყნა და მათ შორის 75 სწორედ ხერსონშია. 14 ოქტომბერს უკრაინაში სამშობლოს დამცველებს მიაგებენ პატივს, თუმცა წელს ღონისძიებები არ გამართულა. პრეზიდენტი თავისუფლებისთვის დაღუპულთა მემორიალს ესტუმრა.