logo
ENG



უკრაინაში ომის დანაშაულების ჩადენისთვის სასამართლომ კიდევ 2 რუსი სამხედრო დამნაშავედ ცნო

26 მაი 202216:47
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/26/k9v24nxzn5oo9c3.jpg
13 მაისი, 2022 წელი - კულტურის სახლი ქალაქ დერჰაჩში, რომელიც რუსეთის მხრიდან დაბომბვის შედეგად განადგურდა.
Ricardo Moraes / Reuters

უკრაინაში დაკავებული კიდევ 2 რუსი სამხედრო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. უკრაინაში რუსეთის ომის დანაშაულებზე მეორე სასამართლო პროცესი გაიმართა.

უკრაინის ცენტრალურ ნაწილში კოტელევსკას რეგიონულ სასამართლოში გამართულ პროცესზე პროკურორებმა რუსი ჯარისკაცების, ალექსანდრ ბობიკინისა და ალექსანდრ ივანოვის 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვეს.

ბობიკინმა და ივანოვმა აღიარეს მონაწილეობა იმ საარტილერიო დანაყოფში, რომელმაც რუსეთის ბელგოროდის რეგიონიდან ხარკივს ცეცხლი გაუხსნა.

პროკურორის თქმით, დაბომბვისას განადგურდა ქალაქ დერჰაჩში არსებული საგანმანათლებლო კომპლექსი, ასევე საცხოვრებელი სახლები.

რუსი ჯარისკაცები, ვინც დანაყოფში საარტილერიო მძღოლისა და მსროლელის პოზიციებს იკავებდნენ, მას შემდეგ დააკავეს, რაც მათ უკრაინის საზღვრის გადაკვეთეს და დაბომბვა განაგრძეს.

„მე სრულიად დამნაშავე ვარ იმ დანაშაულებში რაზეც ბრალი მედება. ჩვენ უკრაინას რუსეთიდან გავუხსენით ცეცხლი“, - განახადა ბობიკინმა პროცესზე.

ივანოვმა კი პროკურორების მხრიდან მაქსიმალური საპატიმრო ვადის მისჯის მოთხოვნაზე განაცხადა, რომ სასჯელის შემცირებას ითხოვს.

მოსმენა 1 საათს გაგრძელდა. ვერდიქტი 31 მაისს გახდება ცნობილი

უკრაინის სასამართლომ რუსი სამხედროს, ვადიმ შიშიმარინს, ვინც უკრაინელი მშვიდობიანი, შეუიარაღებელი მოქალაქე მოკლა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლო პროცესთან დაკავშირებით რუსეთმა განაცხადა, რომ არ ფლობს პროცესის შესახებ ინფორმაციას და უკრაინაში დიპლომატიური მისიის არარსებობის გამო დახმარების გზები შეზღუდული აქვს.


close დახურვა