logo
ENG



უკრაინაში ორ რუს ჯარისკაცს 11 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

31 მაი 202214:10
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/31/mwtgvcbru7xadu7.jpg

უკრაინულმა სასამართლომ 11 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ორ რუს სამხედროს - ალექსანდრ ბობიკინსა და ალექსანდრ ივანოვს, რომლების ხარკოვში მოქალაქეებს ესროდნენ.

სამხედროები ომის წესებისა და კანონების დარღვევაში არიან ბრალდებულნი. პროკურატურამ მათთვის 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა, რაც ყველაზე მკაცრი სასჯელია.

გამოძიების ინფორმაციით, ომის დაწყების დღეს კონტრაქტორები - სისტემა "გრადის" მძღოლი ბობიკინი და მსროლელი ივანოვი, ხარკოვის ოლქის ორ დაბომბვაში მონაწილეობდნენ. მათი ქმედებების შედეგად დაინგრა საცხოვრებელი სახლები და ვეტერინარული სასწავლებელი.

სასამართლოში სამხედროებმა დანაშაული აღიარეს.

23 მაისს უკრაინაში უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს რუს სამხედროს, ვადიმ შიშიმარინს. ის პირველი რუსი ჯარისკაცია, ვინც უკრაინაში გაასამართლეს.


close დახურვა