logo
ENG



უკრაინაში რუსეთის ტყვეობიდან დაბრუნებულებს შორის ერთ-ერთი ქართველია

01 თებ 202412:35
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/01/dli1jmundo2q5uo.jpg

უკრაინაში რუსეთის ტყვეობიდან დაბრუნებულებს შორის ერთ-ერთი ქართველი ზაქრო ნონიაშვილია. მასთან ერთად უკრაინაში დაბრუნდა კიდევ 11 სამოქალაქო პირი და უკრაინის შეიარაღებული ძალების 195 მებრძოლი. 

ეს ტყვეების პირველი გაცვლაა ბელგოროდის ოლქში  IL-76 ავიაკატასტროფის შემდეგ, რომლის ბორტზეც, რუსეთის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 65 უკრაინელი ტყვე იმყოფებოდა.

ტყეების დაბრუნების შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა. მისი ცნობით, მათ შორის როგორც მებრძოლები, ასევე, სამოქალაქო პირები არიან. 

 


close დახურვა