logo
ENG



უკრაინაში რუსი ჯარისკაცის სასამართლო პროცესი ორშაბათამდე გადაიდო

20 მაი 202214:00
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/20/xydf6cjkrdy14t7.jpg

უკრაინაში 21 წლის რუსი ჯარისკაცის, ვადიმ შიშიმარინის სასამართლო პროცესი ორშაბათამდე გადაიდო. პარასკევს, საქმის განხილვის მესამე დღეს შიშიმარინი კიევის სასამართლო პროცესზე წარსდგა. შიშიმარინს უკრაინაში ომის დანაშაულისთვის ასამართლებენ.

"ვწუხვარ და გულწრფელად ვნანობ. იმ მომენტში ვნერვიულობდი. არ მინდოდა მოკვლა, მაგრამ ეს მოხდა და ამას არ უარვყოფ,” - თქვა რუსმა ჯარისკაცმა.

"შიშიმარინმა და სხვა რუსმა ჯარისკაცებმა არ იცოდნენ, რომ შემდგომი ქმედებები არამხოლოდ სამხედრო მოსამსახურეების, არამედ მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ სიკვდილსაც გამოიწვევდა.

შიშიმარინი სტრესში იმყოფებოდა, რომელიც საბრძოლო მდგომარეობითა და მისი მეთაურის ზეწოლით იყო გამოწვეული. ამ გარემოებების ანალიზი საშუალებას მაძლევს დავასკვნა, რომ შიშიმარინს მკვლელობის პირდაპირი განზრახვა არ ჰქონია,” - განაცხადა შიშიმარინის ადვოკატმა.

21 წლის ვადიმ შიშიმარინმა 62 წლის შეუიარაღებელი მშვიდობიანი მოქალაქე სუმის რეგიონის ქალაქ სოფელ ჩუპახივკაში მოკლა, მაშინ როდესაც ის ველოსიპედით გადაადგილდებოდა და ტელეფონზე საუბრობდა.


close დახურვა