logo
ENG



უკრაინაში სამხედრო გაწვევის საოლქო ოფისების ხელმძღვანელების გათავისუფლება გადაწყვიტეს

11 აგვ 202316:58
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/11/mb79sj6a142dekd.jpeg

უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის საოლქო ოფისების ყველა ხელმძღვანელს გაათავისუფლებენ. ამის შესახებ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტელეგრამზე წერს.

მისი განმარტებით, უკრაინაში სამხედრო გაწვევის ოფისების თანამშრომლების წინააღმდეგ 112 საქმეა აღძრული, 33 ადამიანმა კი ეჭვმიტანილის სტატუსი მიიღო. ზელენსკის თქმით, გათავისუფლებულების ადგილს ომის ვეტერანები დაიკავებენ.

"ამ სისტემას უნდა მართავდნენ ადამიანები, რომლებმაც ზუსტად იციან, რა არის ომი და რატომ არის ომის დროს ცინიზმი და მექრთამეობა ღალატი. ჯარისკაცებს, რომლებმაც გაიარეს ფრონტი ან ვერ იქნებიან სანგრებში, რადგანაც დაუზიანდათ ჯანმრთელობა, დაკარგეს კიდურები, მაგრამ შეინარჩუნეს ღირსება და არ აქვთ ცინიზმი - სწორედ მათ შეიძლება ვანდოთ ამ სისტემის დაკომპლექტება", - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ამ გადაწყვეტილების შესრულება უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნის დაავალა. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისების ახალ ხელმძღვანელებს დანიშვნამდე უკრაინის უსაფრთხოების სამსახური შეამოწმებს.


close დახურვა