logo
ENG



უკრაინაში სასულიერო პირს კოვიდ-19 დაუდგინდა

23 აპრ 202010:00
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინაში, ტერნოპოლის მიტროპოლიტს კორონავირუსი დაუდასტურდა.

მედიის ინფორმაციით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი მკურნალობას კიევის საავადმყოფოში გადის. კლინიკაში არიან გადაყვანილები მისი ოჯახის წევრებიც.

გარდა ამისა, კორონავირუსი დაუდგინეს ტერნოპოლში კიდევ ოთხ მღვდელსა და დიაკვანს. ყველა მათგანს კავშირი ჰქონდა პოჩაევში მდებარე სამონასტრო კომპლექსთან, სადაც სამართალდამცველების ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულზე ღვთისმსახურება საკარანტინო წესების დარღვევით ჩატარდა.   

კორონავირუსის გავრცელების გამო, უკვე მესამე დღეა უკრაინის ქალაქი პოჩაევი სრულ იზოლაციაშია მოქცეული. გასასვლელებს პოლიცია და ჯარი აკონტროლებს. 


close დახურვა