logo
ENG



უკრაინაში სასწავლო პროცესს აჩერებენ

25 თებ 202221:35
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/25/fk647es383wpe36.jpg

უკრაინის განათლების მინისტრის სერგეი შკარლეტის განცხადებით, ქვეყანაში სასწავლო პროცესი შეჩერდება და 2-კვირიანი არდადეგები გამოცხადდება. მან შესაბამისი განცხადებით პედაგოგებს და სასწავლო დაწესებულებებს უკვე მიმართა.

"მოვუწოდებ პედაგოგებს და ყველა უკრაინელს მხოლოდ ოფიციალური წყაროების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დაეყრდნონ. არ გადავიდნენ საეჭვო ბმულებზე და არ გაავრცელონ დაუზუსტებელი ინფორმაცია", - აღნიშნა მინისტრმა. 

24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. თვალი ადევნეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აქ - რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო - განახლებადი.

 


close დახურვა