logo
ENG



უკრაინაში საჰაერო განგაშია გამოცხადებული

18 თებ 202310:55
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/18/5eajarwfekaosrw.jpg

უკრაინაში 18 თებერვალს, დილის 08:30 საათზე საჰაერო განგაში გამოცხადდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, თავდაპირველად საჰაერო განგაში სამხრეთ და ცენტრალურ რეგიონებში, ასევე კიევსა და ჟიტომირში გამოცხადდა.

მიკოლაივის ოლქის ადმინისტრაციულმა ხელმძღვანელმა ვიტალი კიმმა რეგიონში საჰაერო სამიზნეების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ოკუპანტებმა ჩრდილო-დასავლეთით უცნობი სამიზნეები დატოვეს.

დილის 08:48 საათის მონაცემებით, ვიტალი კიმმა რაკეტების მორიგი ტალღის შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ "შავი ზღვიდან რაკეტების მასშტაბური გაშვება დადასტურდა".

უკრაინის მოქალაქეებს მოუწოდებენ, არ დატოვონ თავშესაფრები. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშენკომ Twitter-ზე ხარკივის დაბომბვის კადრები გაავრცელა.


close დახურვა