logo
ENG



უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენების შემთხვევაში, ყველანაირ პასუხს განვიხილავთ - ბრიტანეთი

12 აპრ 202218:17
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/12/m8gki15tf94ge9f.jpg

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ჯეიმს ჰიპიმ Sky News-ს განუცხადა, რომ უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენების დაუდასტურებელი ცნობების შემდეგ ისინი პასუხის "ყველა ვარიანტს განიხილავენ".

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა თქვა, რომ დიდი ბრიტანეთი მარიუპოლში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე ცნობების დასადასტურებლად მუშაობს. ტრასმა, ასევე თქვა, რომ ასეთი იარაღის ნებისმიერი დადასტურებული გამოყენება მარიუპოლში ომის "უხეში ესკალაცია" იქნება.

ჯეიმს ჯიპიმ Sky News-ს განუცხადა, რომ ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები უპასუხებენ რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის ნებისმიერ განლაგებას.

"თუ ისინი საერთოდ გამოიყენებენ [ქიმიური იარაღს], მაშინ პრეზიდენტმა პუტინმა უნდა იცოდეს, რომ ყველა შესაძლო ვარიანტს განვიხილავთ, თუ როგორ შეიძლება უპასუხოს დასავლეთმა", - თქვა მან.

11 აპრილს, დაახლოებით 23:00 საათზე აზოვის ბატალიონმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა უკრაინელი სამხედროების და მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ მარიუპოლში უცნობი მომწამვლელი ნივთიერება გამოიყენეს. რუსებმა ის უპილოტო საფრენი აპარატით ჩამოაგდეს. 

ქალაქი მარიუპოლი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის ოლქების გვერდით მდებარეობს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეებიდან ალყაშია. რუსი ჯარისკაცები ანადგურებენ ინფრასტრუქტურას, სასტიკად უსწორდებიან, აწამებენ და ხოცავენ მშვიდობიან მოქალაქეებს. მათი ნაწილის ევაკუაცია მოხერხდა, თუმცა, მოქალაქეთა ნაწილი კვლავ ქალაქში რჩება. ისინი სარდაფებში უწყლობით და შიმშილით იხოცებიან. რუსი ჯარისკაცები მარიუპოლში ჰუმანიტარული დახმარების მანქანებს არ უშვებენ. 

მარიუპოლში რუსების წინააღმდეგ აზოვის ბატალიონი და 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადა იბრძვის.

 


close დახურვა