საპროტესტო აქცია უკრაინაში არეულობით და პოლიციელებთან შეტაკებით დასრულდა. სოფელ ნოვი სანჟარიში მოსახლეობა ჩინეთიდან ევაკუირებულების ჩაყვანას აპროტესტებდა. დემონსტრანტებმა ქვები დაუშინეს ავტობუსებს, რომელშიც ჩინეთიდან ჩამოყვანილი უკრაინელები ისხდნენ. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ სოფელში უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი ჩავიდა, ჯანდაცვის მინისტრმა კი ხალხის დასამშვიდებლად განაცხადა, რომ საკარანტინო ზონაში ევაკუირებულებთან ერთად დარჩება.
ცნობილია, რომ ნოვი სანჟარის სანატორიუმში უკრაინის 45 მოქალაქე, 27 უცხოელთან ერთად ორი კვირა დარჩება. პოლტავის ოლქის მოსახლეობას ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდომირ ზელენსკიმ მიმართა და ევაკუირებლების თანადგომისკენ მოუწოდა.
ბოლო მონაცემით კორონავირუსმა მსოფლიოში 2 ათას 247 ადამიანი იმსხვერპლა. უკრაინაში დაავადების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.