logo
ENG



უკრაინელების ბზობა - დროება

17 აპრ 202220:26
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინა - ომის 53-ე დღეს ზუსტად არავინ იცის რამდენი უკრაინელი გაექცა რაღა თქმა უნდა დროებით პუტინის ტყვიებს. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გაფანტული უკრაინელების უდიდესი ნაწილი ქალები, ბავშვები და მოხუცები არიან - კაცები სახელმწიფოს დასაცავად ახლაც ფრონტის ხაზზე თუ თავიანთი ქალაქების და სოფლების დასაცავად იბრძვიან. იბრძვიან იმისთვის, რომ მათი ოჯახები მშვიდობიან უკრაინაში დაბრუნდნენ. სამშობლოში დაბრუნებას ელოდებიან ჩიკაგოში მყოფი უკრაინელები, რომლებმაც ამერიკაში ბზობა იზეიმეს. დროებაში ნინო ჟიჟილაშვილის და ნიკა ჭანიშვილის რეპორტაჟი ჩიკაგოდან, რომელიც საქართველოში ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით მომზადდა.


close დახურვა