logo
ENG



უკრაინელებმა დონეცკის რეგიონში კიდევ ერთი სოფელი სტოროჟევოე გაათავისუფლეს

12 ივნ 202310:08
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/12/cde30xjd0newhbl.png

უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის რეგიონის სოფელი სტოროჟევოე გაათავისუფლეს. ეს სოფელი 2022 წლის მარტიდან ოკუპირებული იყო. ინფორმაციას თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი და 35-ე საზღვარო ბრიგადის კონტრადმირალი მიხაილო ოსტროგრადსკი.

"კონტრშეტევის ფარგლებში 35-ე ბრიგადის სამხედროებმა დონეცკის რეგიონის სოფელი სტოროჟევოე გაათავუსუფლეს. დეოკუპაციის პროცესში სამხედროებმა დაახლოებით 50 რაშისტი გაანადგურეს, 4 რუსი კი ტყვედ აიყვანეს. დღეს სახელმწიფო დროშა ისევ ფრიალებს სოფელ სტოროჟევოეში და ასე იქნება ყველა დასახლებულ პუნქტში, სანამ არ გავათავისუფლებთ მთელ უკრაინულ მიწას. ოპერაცია დაახლოებით დილის 5 საათზე დაიწყო. სამხედროებმა შტურმი დაიწყეს. მტერმა წინააღმდეგობა გაგვიწია და არტილერიიდან ისროდა, თუმცა უკრაინელმა ჯარისკაცებმა წარმატებით განახორციელეს შეტევა და სტოროჟევოე გაათავისუფლეს", - თქვა ბრიგადის მეთაურმა.

მათ დეოკუპირებული პუნქტიდან ვიდეოც გაავრცელეს.

ასევე, რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა დასახლებული პუნქტების, მაკაროვკასა და ბლაგოდატნოეს ოკუპანტებისგან გათავისუფლების შესახებ.


close დახურვა