logo
ENG



უკრაინელი აქტივისტის განცხადებით, მარიუპოლში, სულ მცირე, 87 ათასი ადამიანი მოკლეს

31 აგვ 202218:37
3 წუთის საკითხავი
 
უკრაინელი აქტივისტის განცხადებით, მარიუპოლში, სულ მცირე, 87 ათასი ადამიანი მოკლეს

უკრაინელმა აქტივისტმა, მოხალისემ და მარიუპოლის ტელევიზიის პრეზიდენტმა, მიკოლა ოსიჩენკომ დნიპრო ტვ-ს განუცხადა, რომ მისი ინფორმაციით, რუსების თავდასხმის შედეგად მარიუპოლში 87 ათასი ადამიანის სიკვდილია აღრიცხული, თუმცა, რიცხვები საბოლოო არ არის.

მისი თქმით, გარდა აღრიცხული 87 ათასი ადამიანისა, ქალაქის მცხოვრებლების დიდი ნაწილი იდენტიფიცირების გარეშე მასობრივ სასაფლაოზე დაკრძალეს. 

ასევე, რუსების თავდასხმის ბევრი მსხვერპლი დაკრძალულია სახლების და კორპუსების ეზოებში, ცხედრების მნიშვნელოვანი რაოდენობა კი კვლავ ნანგრევების ქვეშ რჩება. 

ოსიჩენკომ თქვა, რომ კითხვები აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ვინაიდან არ ყოფილა ევაკუაციისკენ მოწოდებები, ასევე, არ იყო მომზადებული თავშესაფრები, გარდა მეტალურგიული ქარხნისა. 


close დახურვა