logo
ENG



უკრაინელმა სამხედროებმა ანტონოვსკის ხიდზე უკრაინის დროშა აღმართეს

13 ნოე 202216:53
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/13/jiy8n8qdnbs7j3w.jpg

უკრაინის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის, იური მისიაგინის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონში, ანტონოვსკის ხიდზე უკრაინის დროშა აღმართეს.

11 ნოემბერს, უკრაინულმა მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ხერსონში ანტონოვსკის ხიდის რამდენიმე ბილიკი აფეთქების შედეგად ჩაინგრა. Komsomolskaya Pravda-ს ჟურნალისტის, ალექსანდრ კოცის თქმით, ხიდი სავარაუდოდ მაშინ აფეთქდა, როცა რუსები მდინარის მარჯვენა სანაპიროდან მარცხენაზე გადადიოდნენ.

11 ნოემბერს, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ხერსონის ცენტრში უკრაინის დროშა გამოჩნდა. ადგილობრივი ჟურნალისტის, კონსტანტინე რიჟენკოს თქმით, უკრაინის დროშა წინააღმდეგობის მოძრაობის აქტივისტებმა დაამაგრეს. 

9 ნოემბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ხერსონიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა უკრაინაში რუსული ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების მეთაურის, სერგეი სუროვიკინის წინადადება, რომ დაწყებულიყო ჯარების გაყვანა ხერსონიდან, რასაც შოიგუ დათანხმდა.


close დახურვა