უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სხვადასხვა ოლქსა თუ რეგიონში რუსი ოკუპანტების ბაზები, შტაბები და საწყობები გაანადგურეს. ინფორმაციას ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის სპიკერი სერგეი ბრატჩუკი ავრცელებს.
როგორც ბრატჩუკი ამბობს, უკრაინელმა სამხედროებმა მოახდინეს რამდენიმე ბაზის და შტაბის დემილიტარიზაცია, გაანადგურეს 5 საწყობი.
"რუსების საბრძოლო მასალების საწყობები განადგურდა ალჩევსკში, სკადოვსკში, ხერსონისა და ბერისლავსკის რაიონებში, ასევე ზაპოროჟიეში - კერძოდ, ტოკმაკსკის რაიონში. უკრაინელებმა ცეცხლი გაუხსნეს რუსების ბაზას სკადოვსკის რაიონში, გაანადგურეს შტაბი სნიგირევსკის რაიონში და სამეთაურო პუნქტი ბერისლავის რაიონში", - თქვა ბრატჩუკმა.