დნიპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა დნიპროპეტროვსკის ოლქში რუსული დრონი ჩამოაგდეს.
"ჩვენმა სამხედროებმა დნიპროპეტროვსკის ოლქის თავზე მტრის დრონი ჩამოაგდეს," - განაცხადა დნიპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
რეზნიჩენკო აღნიშნავს, რომ დნიპროპეტროვსკის ოლქში ეს უკვე მეათე დრონია, რომელიც უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.