logo
ENG



უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ყველაზე ღრმა დარტყმა განახორციელეს

09 აგვ 202217:12
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/09/j1b7sh3whdqfqap.jpg
Vadim Ghirda/AP

უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მათი ყველაზე ღრმა დარტყმა განახორციელეს. 

"დილით კარგი ამბავი მოხდა . ჰენიჩესკის რაიონში ძალიან ძლიერი აფეთქება იყო." - განაცხადა ხერსონის სამოქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, სერჰიი ხლანმა.

ჰენიჩესკი ​ ხერსონის სამხრეთ რეგიონში მდებარეობს, ყირიმთან ახლოს, უკრაინის უახლოესი ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 200 კილომეტრში.

ხლანის ვარაუდით, სამიზნე ჰენიჩესკსა და მელიტოპოლს შორის რკინიგზაზე იყო.

"ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით დადასტურებულ ინფორმაციას გენერალური შტაბიდან, მაგრამ ეს ძალიან სასიამოვნო სიახლეა. აფეთქება 1,5-2 საათის განმავლობაში ისმოდა ამ რკინიგზის სადგურზე, რომელიც აკავშირებს ყირიმსა და მელიტოპოლს." - განაცხადა სერჰიი ხლანმა.

 

close დახურვა