logo
ENG



უკრაინელმა სამხედროებმა რამდენიმე მიმართულებით ოკუპანტების იერიში მოიგერიეს - გენშტაბი

30 ივლ 202221:02
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/30/vgu3dh5w1fgilm8.jpg

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა რამდენიმე მიმართულებით რუსი ოკუპანტების იერიში მოიგერიეს. საუბარია ბახმუტის, ავდეევკას და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებზე.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტები ცდილობდნენ კონტროლის დამყარებას სემიგორიეს პუნქტზე, თუმცა ნაწილობრივ დამარცხდნენ.

"დონეცკის მიმართულებით ოკუპანტები ანადგურებენ სამხედრო ობიექტებს და ინფრასტრუქტურას, ცდილობენ შექმნან პირობები რათა ბახმუტზე, ავდეევკასა და ნოვოპავლოვსკზე შტურმი გააგრძელონ, რათა ტაქტიკური მდგომარეობა გაიუმჯობესონ. აგრძელებენ უკრაინელი სამხედროების მისამართით სროლას", - ამბობენ გენშტაბში.


close დახურვა