logo
ENG



უკრაინიდან პოლონეთში 2,1 მილიონზე მეტი ადამიანი გაიქცა

21 მარ 202212:13
3 წუთის საკითხავი
 
უკრაინიდან პოლონეთში 2,1 მილიონზე მეტი ადამიანი გაიქცა
AP Photo/Visar Kryeziu

პოლონეთის საზღვრის დაცვის ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ 2114000 ადამიანი გადავიდა უკრაინიდან პოლონეთში.

BBC-ის ცნობით, პოლონეთში გადამსვლელთა რიცხვი დღითი დღე იკლებს. მხოლოდ კვირას 33 800-მა ადამიანმა გადაკვეთა საზღვარი, რაც 16%-ით ნაკლებია შაბათთან შედარებით. დღეს, ორშაბათს დილის მონაცემებით, 5 700 ადამიანი გადავიდა, რაც 17%-ით ნაკლებია შაბათის იმავე პერიოდთან შედარებით. The Guardian წერს, რომ გაქცეულთა ნაწილმა უკვე დატოვა პოლონეთი და სხვა ქვეყნებში გადავიდა. 

ვარშავის უნივერსიტეტის მიგრაციის კვლევის პროფესორი მაჩეი დუშჩიკის შეფასებით, დაახლოებით 1,2 მილიონი ადამიანი რჩება პოლონეთში.


close დახურვა