logo
ENG



უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ რუს ოლიგარქ ევტუშენკოვს ქონება ჩამოართვა

02 სექ 202200:15
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/02/6q2bib7c3fp3pdo.jpg
Центр Протидії Корупції

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პუტინის მოკავშირე სანქცირებულ ოლიგარქს, ვლადიმერ ევტუშენკოვს უკრაინაში არსებული ქონება ჩამოართვა. ინფორმაციას უკრაინის ანტიკორუფციული მოძრაობა ავრცელებს.

მოძრაობის ცნობით, გადაწყვეტილება უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლოს 3 მოსამართლისგან შემდგარმა პანელმა მიიღო.

„ვინ არის ის? ერთ-ერთი უმდიდრესი რუსი, ვინც უკრაინაში რამდენჯერმე ჩამოვიდა. მან სამჯერ (2008,2010 და 2011 წლებში) მიიღო "Fort" ბრენდის იარაღები იანუკოვიჩისგან და მაშინდელი უკრაინის ხელისუფლებისგან სრული მხარდაჭერა ჰქონდა“ - წერს მოძრაობა.

ანტიკორუფციული მოძრაობის თქმით, ევტუშენკოვი "კლასიკური პუტინისტია", რომელსაც ნათქვამი აქვს შემდეგი სიტყვები "ჩვენ ყველა, რა თქმა უნდა, ამ ქვეყნის პატრიოტები ვართ. მე ვარამ ქვეყნის [რუსეთის] ხორცი".

ანტიკორუფციული მოძრაობის ცნობით, სასამართლომ ევტუსენკოვს უკრაინის ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონება - ჯამში 17 ობიექტი ჩამოართვა, რომელთა ფართობი 100 000 კვადრატულ მეტრს აღწევს. ასევე გაუქმდა მისი წილი სხვადასხვა უკრაინულ კომპანიაში, კერძოდ:

  • 42.09% შპს "Електрозавод-ВІТ-ში (ზაპოროჟიე)
  • 59.2% შპს "ITM -Україна"-ში (კიევი)
  • 59.2% შპს "Smart Digital Solutions" LLC (Kyiv)
  • 42.09% სამეცნიერო და ინჟინერიის ცენტრში "ЗТЗ-Сервіс" (ზაპოროჟიე)
  • 34.21% სს "უკრაინაის კვლევითი დიზაინისა და ტრანსფორმაციული კონსტრუქციების ტექნოლოგიური ინსტიტუტში" (ზაპოროჟიე).

ანტიკორუფციული მოძრაობა აცხადებს, რომ ევტუშენკოვი ერთ-ერთია იმ რუს ოლიგარქთაგან ვინც უკრაინაში დიდ ქონებას ფლობს.

„ჩვენ ველით ახალ სარჩელებს ხელისუფლებისგან. შემდეგი ნაბიჯი დერიპასკას, ბაბაკოვის, როტენბერგის, ფრიდმანის, მილერის და სხვა პუტინის ოოლიგარქების ქონებაა“ - აცხადებს მოძრაობა.

***

შეგახსენებთ, რომ 25 აპრილს გავრცელდა აუდიოჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და ​სანქცირებულ რუს ოლიგარქს, ვლადიმერ ევტუშენკოვს შორის საუბარი ისმის.

ჩანაწერში, სავარაუდოდ, ევტუშენკოვი ივანიშვილს სთხოვს სანქციების გვერდის ავლით მოქმედებას, თუ მასაც აქვს ამის სურვილი. ისმის სახელები და გვარები - მათ შორის ახსენებენ სანქცირებული რუსი ოლიგარქის კომპანიაში ვიცე-პრეზიდენტის ალი უზდენოვის ვიზიტს საქართველოში. 

ჩანაწერში, სავარაუდოდ ივანიშვილი ევტუშენკოვს ეუბნება, რომ სიტუაცია არცისე სასიხარულოა, "მაგრამ უნდა გავმაგრდეთ". ამაზე პასუხად, სავარაუდოდ ევტუშენკოვი ამბობს, რომ აქვს იდეა და "დავითი ჩამოიტანს".

ჩანაწერში ევტუშენკოვი ივანიშვილს სთხოვს, ალი უზდენოვს შეხვდეს, პასუხად ივანიშვილი ამბობს, რომ ის მას "პრემიერთან გაუშვებს". 

26 აპრილს ფორმულასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ევტუშენკოვმა დაადასტურა ალი უზდენოვის ღარიბაშვილთან შეხვედრა, თუმცა, თქვა, რომ მათ "დასვენებაზე ისაუბრეს". 

ჩანაწერის გავრცელების შემდეგ უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარე დავით არახამიამ ევროკავშირსა და აშშ-ს მოუწოდა, ბიძინა ივანიშვილსა და მისი ბიზნესაქტივებისთვის სანქციების დაწესება განიხილონ.


close დახურვა