უკრაინის არმიის განცხადებით, რუსეთი ცდილობს, გაანადგუროს მარიუპოლში დარჩენილი უკრაინელი ჯარისკაცები, რომლებიც აზოვსტალის ფოლადის ქარხანაში არიან გამაგრებულნი.
რუსმა ჯარისკაცებმა 3 მაისს შეაღწიეს ქარხანაში, რომელიც უკრაინული ჯარების საყრდენს წარმოადგენს ალყაში მოქცეულ ქალაქში.
“სიტუაცია უკიდურესად რთულია, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენ თავდაცვის ბრძანების შესრულებას ვაგრძელებთ,” - განაცხადა აზოვის პოლკის მეთაურმა, დენის პროკოპენკომ.
მარიუპოლის მერის მრჩევლის, პეტრო ანდრიუშჩენკოს თქმით, აზოვსტალის ქარხანაზე განუწყვეტელი შეტევა და თავდასხმა მიმდინარეობს. გუშინ ღამით კი აზოვსტალის ქარხანა გაუჩერებლად იბომბებოდა.